საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა კომპანია Making Science Sweeft -ის წარმომადგენლებთან

ხუთშაბათს 18 მაისს, 16:00 საათზე, თსუ-ის X (მაღლივი) კორპუსის 206 აუდიტორიაში გაიმართება შეხვედრა კომპანია Making Science Sweeft -ის წარმომადგენლებთან.  


ანაზღაურებადი სტაჟირების  პროგრამა Elevator, არის უნიკალური შესაძლებლობაა მათთვის, ვინც დაინტერესებულია ტექნოლოგიური ბიზნესის მენეჯმენტით და სურს ცოდნისა და გამოცდილების მიღება ამ სფეროში.

 

ბიზნესისი მიმართულების დამამთავრებელი კურსის (III, IV კურსები და მაგისტრანტები) სტუდენტებს პროგრამა გაძლევთ უნიკალურ შესაძლებლობას, მიიღოთ როტაციული სამუშაო გამოცდილება ტექნოლოგიური კომპანიის მენეჯმენტის სხვადასხვა მიმართულებებით:

●     ტალანტების მენეჯმენტი

●     პროექტების მენეჯმენტი

●     კომერცია (გაყიდვები და მარკეტინგი)

●     სტრატეგიული ტოპ მენეჯემენტი

 

პროგრამის ფარგლებში, საშუალება გექნებათ იმუშაოთ საერთაშორისო პროექტებზე, მიიღოთ ცოდნა და პრაქტიკული  გამოცდილება  კომპანიის აღმასრულებელი დირექტორისა და ტოპ მენეჯმენტის სხვა  წევრებისგან, რაც მოგცემთ შესაძლებლობას გახდეთ ტექნოლოგიური ინდუსტრიის ლიდერები.

 

პროგრამის დასრულების შემდეგ, საუკეთესო მონაწილე შეძლებს ორი კვირით ესპანეთში, Making Science-ის ოფისში საერთაშორისო გამოცდილებისა და პრაქტიკული ცოდნის მიღებას.

 

საინფორმაციო შეხვედრაზე საშუალება გექნებათ გაიცნოთ Making Science Sweeft-ის აღმასრულებელი დირექტორი და მიიღოთ დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და კომპანიის შესახებ.

 

გთხოვთ შეხვედრაზე დასასწრებად გაიაროთ რეგისტრაცია: https://forms.gle/FvhCGARb9Y1tEALf8

თარიღი: 15/05/2023